სოფელ ორბელში ნაპოვნი ორი ბელი თბილისის ზოოპარკს მიაბარეს - ამის შესახებ „ლიბერალი“ ზოოპარკის დირექტორს, ზურაბ გურიელიძეს ესაუბრა.
გურიელიძე ამბობს, რომ შეეცდებიან დათვების ბუნებაში დაბრუნებას.
„ესენი ჯერ უნდა გავზარდოთ, მერე გადავაჩვიოთ ადამიანთან ურთიერთობას და მერე დავაბრუნოთ. ეს ძალიან რთული პროცესია“
ზოოპარკის დირექტორის თქმით, დათვების დედა რომ ცოცხალი იყოს, ბელები მას არ მოშორდებოდნენ.
„ეს არის იმის ნიშანი, რომ დედა მოკლეს და შემდეგ ესენი შევიდნენ სოფელში - როგორც ამბობენ“. - გურიელიძის თქმით, დედა ბელებს ძალიან იშვიათად იშორებს თავიდან, მაგრამ თუ ასე იქცევა, ის შვილებს აღარ დაიბრუნებს.