Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სექსუალური შევიწროების სკანდალის გამო, წელს ლიტერატურაში ნობელის პრემია არ გაიცემა

04 მაისი, 2018 15:02

1949 წლის შემდეგ პირველად ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში არ გაიცემა. ინფორმაცია აკადემიამ დღეს დილით დაადასტურა. ამის მიზეზი აკადემიის ერთ-ერთი წევრის მეუღლის მიმართ სექსუალური შევიწროების ბრალდებაა.

მას შემდეგ, რაც ფოტოგრაფი ჟან-კლოდ არნო სექსუალური შევიწროების სკანდალში გაეხვა, მისი მეუღლე კატერინა ფროსტენსონი ნობელის პრემიის აკადემიიდან გარიცხეს, თუმცა აკადემიამ გადაწყვიტა, რომ ამასთან ერთად უმჯობესი იქნებოდა წელს ლიტერატურაში ნობელი პრემია არ გაცემულიყო. სანაცვლოდ, 2019 წელს ლიტერატურაში ნობელის 2 ლაურეატს გამოავლენენ.

დააკლიკეთ ბმულს და შემოგვიერთდით ლიბერალის ლიტერატურულ კლუბში ფეისბუქზე

აკადემიის განცხადებით, გადაწყვეტილება აკადემიის პრესტიჟის შელახვისა და საზოგადოების ნდობის დაკარგვის გამო მიიღეს. თანამდებობა დატოვა აკადემიის მდივანმა და სამმა წევრმაც. ჟან-კლოდ არნო გასულ წელს 18-მა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში. ჟურნალისტებთან მათ თქვეს, რომ არნო ხშირად აკადემიის შენობებს და გავლენასაც იყენებდა, რამაც ნობელის პრემიის აკადემიას ჩრდილი მიაყენა.

ამ სკანდალის შემდეგ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოტოგრაფმა წინასწარ გაამჟღავნა ნობელის 7 ლაურეატის ვინაობაც, რაც აკრძალული იყო.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^