Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„აიისა“ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯარიმის გადახდას არ აპირებს

04 მაისი, 2018 16:11

პრეზერვატივების ბრენდის „აიისას“ დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯარიმის გადახდას და იმ რეკლამების აღებას არ აპირებს, რომლებიც სასამართლომ არაეთიკურად მიიჩნია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა თავართქილაძემ პრეზერვატივების ბრენდი „აიისას“ დამფუძნებელი ანი გაჩეჩილაძე 500 ლარით დააჯარიმა და პრეზერვატივების არსებული შეფუთვის გამოყენება აუკრძალა. მოსამართლის განმარტებით, სასამართლომ პრეზერვატივების შეფუთვისთვის გამოყენებული სარეკლამო პოსტერები არაეთიკურად მიიჩნია.

ჯარიმის გარდა, „აიისას“ დამფუძნებელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, აეკრძალა პროდუქტზე განთავსებული არაეთიკური რეკლამების გავრცელება, განთავსება პროდუქტზე, სოციალურ ქსელში და სხვაგან;

მაგრამ ანი გაჩეჩილაძე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. მის გადაწყვეტილებამდე კი პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული ვალდებულების აღსრულებას არ აპირებს.

საუბარია 4 შეფუთვის პრეზერვატივზე, რომელზეც ორგანიზაცია „ქართულმა იდეამ“ თბილისის მერიას მიმართა.

თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა კი „ქართული იდეის“ განცხადების საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.

მერია მიიჩნევს, რომ პრეზერვატივ „აიისას“ შეფუთვაზე დატანილი ვიზუალიზაცია არაეთიკურია, რადგან ლახავს საზოგადოებრივ მორალს, კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფის რელიგიურ გრძნობებსა და ეროვნულ ღირსებას.

ხოლო ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არის ერთ-ერთი ყველაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში:

„გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს მოვისმინეთ, არაფერი აქვს საერთო არც სამართლიანობასთან, არც ადამიანის უფლებებთან. ეს არის დაბრუნება შუა საუკუნეების ინკვიზიციაში, რაც დღეს საქართველოს სახელით გვამცნო თბილისის საქალაქო სასამართლომ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებები ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ იქცევა ფარატინა ქაღალდად და უმრავლესობის ან საზოგადოების გარკვეული ნაწილი მორალი-ზნეობის სახელით გვართმევს ადამიანებს ფუნდამენტურ უფლებებს.

ამაზე საშიში პრეცედენტი საქართველოს უახლეს ისტორიაში, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა და ეს არის სიგნალი, რომ ყველა კარგად დავფიქრდეთ და გავიაზროთ, რა საშიში თამაში დაიწყო სასამართლომ“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^