Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჯაფარიძე: 2000-ლარიან ჯარიმას არ გადავიხდი და სისტემას დედას მოვუ**ნავ!

04 მაისი, 2018 18:09

„გირჩის" ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ის არ აპირებს, გადაიხადოს 2000-ლარიანი ჯარიმა, რომელიც გუშინ სასამართლომ დააკისრა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობისთვის. 

ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ არ გადაიხდის 2000-ლარიან ჯარიმას, ასევე გეგმავს თავისი საბანკო ანგარიშების „გასუფთავებას", რაც, მისივე თქმით, ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო მისი ანგარიშიდან თანხას ვერ ჩამოჭრის. 

„სახელმწიფოს მოუწევს, ძალით ამოიღოს ეს 2000 ლარი იმიტომ, რომ მე არ გადავიხდი. მე გავასუფთავებ ყველა ჩემს ანგარიშს და სახელმწიფო ვერც ერთ თეთრს ვერ წაიღებს, რომ დაფაროს ეს ჯარიმა. ერთადერთი რჩება ყიფშიძეზე ბინა, სადაც ცხოვრობენ ჩემი მშობლები. მე მათ არ მივცემ უფლებას, ეს ბინა გაყიდონ." - განაცხადა ვიდეომიმართვაში ჯაფარიძემ. 

მისივე თქმით, ის ფიქრობს, რომ პოლიციელებმა, ვინც მის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება,  ჩაიდინეს სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან „მოატყუეს" სასამართლო. ჯაფარიძის თქმით, ის ყველაფერს გააკეთებს, რომ სისტემის შიგნით ვიღაცეები დაისაჯონ.

„ჩემთვის არ არის თვითმიზანი, კონკრეტული პოლიციელები დაისაჯონ. მე მაინტერესებს, ვინ იძლევა ამ ბრძანებებს და მივაღწევ, რომ ეს ხალხი დაისაჯოს და ყველა ინსტანციას მოვივლი. ამ სისტემას დედას მოვუ**ნავ და ამ ქვეყანაში ადამიანებს პოლიციელების ჩვენებით ვეღარ დააკავებენ" - განაცხადა ზურა ჯაფარიძე 

გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში „გირჩის" წევრების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. 

სასამართლომ იაგო ხვიჩია და ვახტანგ მეგრელიშვილი სამართალდამრღვევებად ცნო. სასამართლომ ორივე მათგანს 10-დღიანი პატიმრობა შეუფარდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^