Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE► სამართალდამცველების წინააღმდეგობის მიუხედავად მოსკოვში საპროტესტო აქცია დაიწყო

05 მაისი, 2018 15:56

7 მაისს დაგეგმილ ინაუგურაციამდე რუსეთში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყო. „Он нам не царь" (ის ჩვენი მეფე არაა)“ - ამ მოწოდებით ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი პუტინის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას აპროტესტებს. მოსკოვში დღეს 2 საათიდან მოქალაქეებმა პუშკინის მოედანზე დაიწყეს შეკრება, სადაც მალევე გამოჩნდნენ პოლიციელები და დემონსტრანტების დაკავება დაიწყეს. საპროტესტო აქციაზე დააკავეს თავად ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნიც. აქციზე ასევე გამოჩნდა ე.წ. „კაზაკთა რაზმი“, რომლის წევრებიც მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან.


აქციას LIVE რეჟიმში აშუქებს „რადიო თავისუფლების“ რუსული სამსახური:

მოსკოვის გარდა საპროტესტო მსვლელობა 90-მდე ქალაქში დაიწყო. თუმცა, უმეტეს რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპროტესტო მსვლელობები არასანქცირებულად გამოაცხადა და მოქალაქეების დაკავება დაიწყო. როგორც ნავალნის შტაბში ამბობენ, ირკუტსკში სამართალდამცველებმა 75 დემონსტრანტი დააკავეს.


ათობით მოქალაქე დააკავეს ციმბირულ ქალაქ კრასნოიარსკშიც. ურალის რეგიონში, ქალაქ ეკატერინბურგში კი პოლიციელებმა ნავალნის შტაბი გაჩხრიკეს და კონფისკაცია გაუკეთეს საპროტესტო ბუკლეტებს, აბრებსა და დროშებს.

ფოტო: „რადიო თავისუფლება“

ალექსეი ვოლკოვი, ნავალნის შტაბის წევრი წერს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მკაცრად გააფრთხილა მოქალაქეები ვოლგოგრადშიც. საჯარო მოხელეებს, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს ხელწერილებიც კი დააწერინეს. პროტესტში მონაწილეობის მიღების შემთხვევაში მათ აფრთხილებენ მოსალოდნელ ცუდ შედეგებზე - გარიცხვისა და სამსახურიდან გათავისუფლების ჩათვლით.

ალექსეი ნავალნი ხელისუფლებას კორუფციისა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში აპროტესტებს. როგორც აქციის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, პუტინის ხელისუფლება სიღარიბესთან ბრძოლის ნაცვლად ოლიგარქებს უჭერს მხარს. ზლოკავს ინტერნეტს, იჭერს ხალხს და ქვეყნის განვითარების ნაცვლად ფულს პროპაგანდაში ხარჯავს.

„მაშინ, როცა ინგრევა ჯანდაცვა და განათლების სისტემა, ინგრევა სახლები და ნადგურდება საჯარო სერვისები, ხელისუფლება მილიარდობით რუბლს პროპაგანდისთვის ხარჯავს. 5 მაის ჩვენ დავიკავებთ ქუჩებს. გავაპროტესებთ ქვეყანაში მონარქიის დამყარებას, კორუფციას, გავაპროტესტებთ უთანასწორობას, ცენზურასა და უკანონობას. გამოვალთ, რომ დავიცვათ ჩვენი უფლება, რუსეთის ნამდვილი მოქალაქეები ვიყოთ“, - ნათქვამია აქციის შესახებ განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^