Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს 5 მაისს, თბილისში გარდაცლილი ორი პირის შესახებ განცხადებას ავრცელებს

06 მაისი, 2018 13:34

შინაგან საქმეთა სამინისტრო გუშინ, თბილისში ორი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მათი გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მიღებას.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში 5 მაისს, შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, საცხოვრებელ ბინებში გარდაცვლილები არიან  39 წლის ლ.კ. და 38 წლის კ.კ.-ს.
ადგილზე  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და   თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები გამოცხადდნენ.

დათვალიერების შედეგად, არცერთ მათგანს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის დასკვნის შემდეგად გარდაცვალების ზუსტი მიზეზი გახდება ცნობილი.

გამოძიების პირველადი ინფორმაციით გარდაცვალება შესაძლოა უკავშირდებოდეს ე.წ. კლუბური ნარკოტიკის მიღებას.  სამართალდამცველები  რამდენიმე მიმართულებით აგრძელებს მუშაობას.
ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^