შრომის, ჯანმრთელობისა დასოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა, ლადო ჯურხაძემ ხონელობა-გიორგობის სახალხო დღესასწაულზე დააჯილდოვა, ისინი ხონის საპატიო მოქალაქეები გახდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, მერმა მინისტრს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა. დავით სერგეენკო წარდგენილ კანდიდატებს შორის „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ გამოავლინა.
„მასთან ერთად ტიტული განათლებისა დამეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, გენერალ - ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერ ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა მელაძესა და პედაგოგ ლიანა ბალავაძეს ხვდა წილად. გიორგობისა და ხონელობის დღესასწაული ტრადიციულად 6 მაისს აღინიშნება“,-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.