Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო► დარბეული საპროტესტო აქციები და დაკავებული ბავშვები რუსეთში

07 მაისი, 2018 13:09

რუსეთში ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყო. „Он нам не царь" (ის ჩვენი მეფე არაა)“ - ამ მოწოდებით ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი პუტინის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩევას აპროტესტებს.

5 მაისს მოსკოვსა და რუსეთის სხვა დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები გაიმართა. მაგრამ ქუჩებში მალევე გამოჩნდნენ სამართალდამცველები და დემონსტრანტები დაშალეს. სამართლადამცველებმა ჯამში 1000-ზე მეტი მოქალაქე დააკავეს, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. კაზაკთა ფორმაში გამოწყობილი ჯარისკაცები მშვიდობიან მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ წუთებში კი კრემლში ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციის ცერემონია იმართება.

რუსეთში, საპროტესტო გამოსვლები 5 მაისს სულ დაახლოებით 90-მდე ქალაქში დაიწყო. თუმცა, როგორც მოსკოვში, ისე უმეტეს რეგიონში ადგილობრივმა ხელისუფლებამ საპროტესტო მსვლელობები არასანქცირებულად გამოაცხადა. ნავალნის შტაბში ამბობენ, ირკუტსკში სამართალდამცველებმა 75 დემონსტრანტი დააკავეს.

ათობით მოქალაქე დააკავეს ციმბირულ ქალაქ კრასნოიარსკშიც. ურალის რეგიონში, ქალაქ ეკატერინბურგში კი პოლიციელებმა ნავალნის შტაბი გაჩხრიკეს და კონფისკაცია გაუკეთეს საპროტესტო ბუკლეტებს, აბრებსა და დროშებს. ვოლგოგრადში ადგილბორივმა ხელისუფლებამ საჯარო მოხელეებს, სტუდენტებსა და მოსწავლეებს ხელწერილები დააწერინა და გარიცხვითა და სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა, რომ აქციებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ალექსეი ნავალნი ხელისუფლებას კორუფციისა და თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში აპროტესტებს. როგორც აქციის შესახებ განცხადებაშია ნათქვამი, პუტინის ხელისუფლება სიღარიბესთან ბრძოლის ნაცვლად ოლიგარქებს უჭერს მხარს. ზლოკავს ინტერნეტს, იჭერს ხალხს და ქვეყნის განვითარების ნაცვლად ფულს პროპაგანდაში ხარჯავს.

LIVE► კრემლში პუტინის ინაუგურაციის ცერემონიალი მიმდინარეობს​

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^