Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პუტინმა რუსეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად კვლავ მედვედევი წარადგინა

07 მაისი, 2018 16:57

რუსეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, სავარაუდოდ, კვლავ დმიტრი მედვედევი იქნება. მინისტრთა კაბინეტს უფლებამოსილება დღეს, პუტინის ინაუგურაციის შემდეგ შეუწყდა, მაგრამ პრეზიდენტი პრემიერის თანამდებობაზე კვლავ მედვედევს წარადგინა, რომელსაც კენჭს რუსეთის სათათბიროში, სავარაუდოდ, რვა მაისს უყრიან.

სათათბიროში უმრავლესობა მმართველ პარტიას აქვს და მოსალოდნელია, რომ დმიტრი მედვედდევი, რომელიც 2008-დან 2012 წლამდე რუსეთის პრეზიდენტი, 2012-დან დღემდე კი პრემიერია, ამ თანამდებობაზე მუშაობას ისევ განაგრძობს.

მთავარი ცვლილება, რომელიც მინისტრთა კაბინეტშია მოსალოდნელი, სერგეი ლავროვის წასვლაა. ლავროვი საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2004 წლიდან იყო, ახლა კი, სავარაუდოდ, მთავრობას თავისი სურვილით ტოვებს. როგორც მის უწყებაში ამბობენ, ამის მიზეზი მინისტრის გადაღლილობაა.

ვლადიმირ პუტინის ინაუგურაცია კრემლში დღეს გაიმართა. ის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას დღეიდან უკვე მეოთხედ შეუდგა. პუტინი ქვეყნის სათავეში 2000 წელს მოვიდა.

18 მარტს გამართულ არჩევნებში მან ხმების 76%-ზე მეტი მიიღო, მაგრამ მის წინააღმდეგ საპროტესტო კამპანია დაიწყო. 5 მაისს მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში აქციებიც გაიმართა, რომლებიც პოლიციამ დაშალა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^