Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იუსტიციის სამინისტრო ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოსთვის სარჩელს ამზადებს

08 მაისი, 2018 11:19

იუსტიციის სამინისტრო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს,- ამის შესახებ თეა წულუკიანმა განაცხადა.
 
„იუსტიციის სამინისტრომ მთავრობასთან შეთანხმებით,  ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო სარჩელის მომზადება სტრასბურგის სასამართლოში გასაგზავნად, როდესაც ჩვენი ხელისუფლება ყველა ღონეს ხმარობდა ცხედრის დასაბრუნებლად ცხინვალის რეგიონიდან. ამის შემდეგ მოხდა გადმოცემა ცხედრისა, რომელსაც ჩვენ მივაგეთ პატივი, მივაბარეთ მიწას, მაგრამ არ გაჩერებულა სარჩელის მომზადების პროცესი. ჩვენ მას ძალიან მოკლე ვადებში დავასრულებთ ყველა იმ პროცედურის დაცვით, რაც გაზრდის ჩვენს, როგორც მოსარჩელე მხარის, შანსებს, და, რა თქმა უნდა,  ამ საქმეზე მოპასუხე იქნება რუსეთის ფედერაცია“, − აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავა ახალგორის რაიონში, მეორე დღეს კი განაცხადა, რომ სამართალდამცავებისთვის წინააღმდეგობის გაწევისას ტატუნაშვილი კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა გულის უკმარისობის შედეგად.  არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს 20 მარტს გადასცეს. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ ცხედარს ამოცლილი აქვს შინაგანი ორგანოები. არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების მიზეზების დასადგენად ექსპერტიზა მიმდინარეობს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. 
 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^