ამერიკის შეერთებული შტატები ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ტრამპმა 2015 წელს ირანთან დადებულ ბირთვულ შეთანხმებას ისტორიაში ყველაზე ცუდი ხელშეკრულება უწოდა.
„შეთანხმებიდან გავდივართ, მაგრამ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ გამოსავალს. თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას ყველაზე დიდი პრობლემები შეექმნება, რაც კი აქამდე ჰქონია“,- განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
ირანმა და საერთაშორისო ექვსეულმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) ბირთვულ შეთანხმებას ხელი 2015 წელს მოაწერეს, რომლის მიხედვითაც, თეირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს ამბობდა, სანაცვლოდ კი ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად გაუუქმდებოდა.