ვაკის პარკში, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი რუხაიასა და „სოციალისტური საქართველოს“ წარმომადგენელ გრიშა ონიანს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. რუხაიამ საბჭოთა სიმბოლიკა გააპროტესტა, რომელიც „სოციალისტური საქართველოს“ წევრებმა მიიტანეს.
„სოციალისტური საქართველო” დღეს დილიდან აქციას მართავს ვაკის პარკის შესასვლელთან. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სტალინის პორტრეტები და წითელი დროშები. „სოციალისტების“ აქციის პარალელურად ვაკის პარკში ოკუპაციის წინააღმდეგ აქციაც იმართება.