„სოციალისტური საქართველოს" წევრმა, ვალერი კვარაცხელიამ, 9 მაისს ვაკის პარკში მხარდამჭერებისთვის მიმართვისას, საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პრეზიდენტს მიულოცა.
ამის შემდეგ მან განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები უნდა აღდგეს. „ჩვენ დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას იმ მოთხოვნით, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. აღდგეს ეკონომიკური, კულტურული, სულიერი, ურთიერთობები, სარკინიგზო მიმოსვლა სოხუმის გავლით..."
ამ თხოვნით აქციის მონაწილეები რუსეთის ხელისუფლებას მიმართავენ.
ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად „სოციალისტები" აქცია მართავენ. პარალელურად იმართება ანტისაოკუპაციო აქციაც.