მოქალეებმა გორის ცენტრში სტალინის ბიუსტი დადგეს. ჯეირან კიტრიაშვილი, რომელიც თავს სტალინის საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელს უწოდებს, ამბობს, რომ ბიუსტის დადგმის ინიციატორი ის არის.
ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სტალინის ბიუსტის დადგმას მიესალმება, აღნიშნავს, რომ სტალინი სათანადოდ არ დააფასეს.
„ბიუსტის დადგმის ინიციატორი არ ვარ, მაგრამ გავიარე, დავინახე, მოვედი და ვუერთდები. ამხელა შრომის, ამხელა საქმის გამკეთებელ კაცს ყველაფერი წყალში ჩაუყარეს. აბა თქვენ წარმოიდგინეთ, გაზარდო შვილი, ყველაფერი მოიკლო და მას გაუკეთო და მერე გითხრას, რა გაგიკეთებიაო. ხომ გეტკინებათ გული?! ამასაც [სტალინს] ასე სტკივა, ცოდოა, არ შეიძლება, ჩვენ მაინც არ გვეპატიება“,- აღნიშნავს მოქალაქე.
გორში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღინიშნა.