დღეს გორში მიმდინარე სტალინისტების აქციიდან პოლიციამ საბჭოთა დროშები გაიტანა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, ამ ქმედებით მისი გამოხატვის თავისუფლება შეიზღუდა.
„აბა ხუთჯვრიანი დროშა გამოვიტანო? ჯვაროსნულ ლაშქრობაში ვარ თუ რა?“, ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. მან „ლიბერალს“ უჩვენა დოკუმენტი, რომელიც მისი თქმით, „პატრიოტიზმისთვის, საღად აზროვნებისთვის, ლიბერალური ღირებულებების სიძულვილისთვის და რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარებისთვის“ მიიღო რუსეთის კომუნისტური პარტიის ლიდერისგან, გენადი ზუგანოვისგან.
ვიდეო► მოქალაქეებმა გორის ცენტრში სტალინის ბიუსტი დადგეს
______________________________________________________________________
კანონის მიხედვით, კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკის, ძეგლების, ბარელიეფების, წარწერების, სახელწოდებების აღმოფხვრის მიზნით [სუს-ის] კომისია მიმართავს უფლებამოსილ პირს. კომისიის მიმართვის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღმოფხვრას კომუნისტური ტოტალიტარული ან/და ფაშისტური სიმბოლიკა. კომისიის მითითების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება იწვევს კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. კომისიის მითითების შეუსრულებლობა მის მიერვე დადგენილ ვადაში ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს უფლებამოსილი პირის გაფრთხილებას. დადგენილი წესით მიცემული გაფრთხილების პირობების შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს უფლებამოსილი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.