Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მოსახლეობის 45% მიიჩნევს, რომ სამართალდამცველები ნარკოტიკის ჩადების მეთოდს იყენებენ -TI კვლევას აქვეყნებს

11 მაისი, 2018 11:48

მოსახლეობის 45% ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები კონკრეტული ადამიანების დაკავების მიზნით, იყენებენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადების მეთოდს. 35% აღნიშნულ მოსაზრებას არ ეთანხმება. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 

რაც შეიძლება შეკითხვას, უნდა მოიხადოს თუ არა ციხის სასჯელი ადამიანმა შემდეგი ტიპის ნარკოტიკული საშუალებების პირადი მოხმარების გამო, მოსახლეობის 72% ამბობს, რომ ციხის სასჯელი არ უნდა იყოს მარიხუანის მოხმარებაზე, 56%-ის აზრით, ციხის სასჯელი არ უნდა იყო კლუბური ნარკოტიკის მოხმარებაზე , 43% კი ფიქრობს, რომ საპატიმრო სასჯელი არ უნდა იყოს ინექციური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს გამოაქვეყნა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომელიც ორგანიზაციის დაკვეთით „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ განახორციელა. კვლევის ფარგლებში, რომელიც 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩატარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით 1843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8% შეადგენს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^