Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: 80%-ის აზრით, მოსამართლე ვინც წარსულში უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო, აღარ უნდა მუშაობდეს

11 მაისი, 2018 12:24

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ დღეს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. 

შეკითხვაზე, „უნდა მუშაობდნენ თუ არა სასამართლოში ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ?“ ,- გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ ასეთი მოსამართლეები აღარ უნდა მუშაობდნენ სასამართლოში. გამოკითხულთა 13% კი მიიჩნევს, რომ გამოსწორების შანსი ყველას უნდა მიეცეს.

კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა 58% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, 51% მიიჩნევს, რომ მიკერძოებულია. 45% მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა კვალიფიციურია. 35% კი მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემა კორუმპირებულია.

კვლევა მოიცავდა შეკითხვებს კორუფციის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინსტიტუტებისადმი ნდობის, ხელისუფლების ძირითადი შტოებისა და ორგანოების მუშაობის, საჯარო პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ.

კვლევის ძირითადი მიგნებებია:

  • გამოკითხულთა მხოლოდ 1% ამბობს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში მათ ან მათი ოჯახის წევრებს ქრთამი მოსთხოვეს სახელმწიფო მომსახურების სანაცვლოდ;

  • გამოკითხულთა 36% ფიქრობს, რომ საქართველოში გავრცელებულია საჯარო მოხელეთა მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენება პირადი მიზნების მისაღწევად, ხოლო 16% ფიქრობს, რომ ასეთი რამ გავრცელებული არ არის;

  • სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შედარებით, საგრძნობლად დაბალია მოქალაქეთა ნდობა პარლამენტისა და სასამართლოს მიმართ, რომლებსაც სრულად ან მეტწილად ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 17% და 20%, შესაბამისად;

  • გამოკითხულთა 58% ფიქრობს, რომ სასამართლო სისტემა მმართველი პარტიის გავლენის ქვეშაა, ხოლო 51% თვლის, რომ ის მიკერძოებულია. გამოკითხულთა 80% მიიჩნევს, რომ სისტემაში არ უნდა მუშაობდნენ ის მოსამართლეები, რომლებიც წარსულში ზეწოლის შედეგად უსამართლო გადაწყვეტილებებს იღებდნენ;

  • გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებიან პროკურატურა (57%), შინაგან საქმეთა სამინისტრო (55%) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (55%);

  • გამოკითხულთა მხოლოდ 30% ფლობს ზუსტ ინფორმაციას 2017 წელს განხორციელებული მთავრობის ოპტიმიზაციის  შესახებ(მინისტრთა რაოდენობის ცვლილება). ამასთან, 61% ფიქრობს, რომ მინისტრების რიცხვი კიდევ უნდა შემცირდეს.

კვლევა „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ 2018 წლის 3-28 მარტის პერიოდში ჩაატარა. მთელი საქართველოს მასშტაბით 1 843 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 2,8%-ია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^