ამ წუთებში თეთრი ხმაური მოძრაობა პრესკონფერენციას მართავს.
მოძრაობის განცხადებით, ისინი დაშლას არ აპირებენ, სანამ შემდეგი მოთხოვნები არ შესრულდება:
- დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა;
- უპირობოდ გადადგეს საკუთარ ხალხზე მოძალადე შს მინისტრი გიორგი გახარია;
- დაისაჯოს 12 მაისის შავი პარასკევის ძალადობრივ ოპერაციაზე პასუხისმგებელი ყველა პირი;
- მმართველ ძალაში ხალხის მხარეს მყოფი პოლიტიკოსები გაემიჯნონ ხელისუფლების მიერ არჩეულ ძალადობრივ კურსს, რადგან ქართული ოცნების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დადგა.
15:00 საათზე პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება.