Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ანა ნაცვლიშვილი - პრეზიდენტის დავალებით ყურადღებით დავაკვირდებით პარლამენტის წინ აქციას

12 მაისი, 2018 14:42

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აუცილებლობად მიიჩნევს, გუშინ ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ყველა ფაქტი და გარემოება სწრაფად, მიუკერძოებლად და დეტალურად იყოს შესწავლილი, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების აუცილებლობა იმ დროისათვის, იმ ადგილას და იმ ფორმით.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, შესწავლილი უნდა იყოს ყველა გარემოება, მათ შორის, საპარლამენტო ფორმატში და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს სწრაფად გაეცეს ამომწურავი პასუხები.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ბრიფინგზე განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციასთან ბრძოლის ვალდებულება და ეს ბრძოლა უნდა მიმდინარეობდეს ეფექტურად და მუდმივად, მაგრამ, რაც გუშინ ვნახეთ თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის სახით, ის კადრები, რაც ვრცელდება მედიით, ის ინფორმაცია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და საზოგადოებაში არსებული ძალიან მაღალი ინტერესი ამ ფაქტებთან დაკავშირებით ცხადყოფს, რომ აუცილებელია მოხდეს ფაქტების დეტალურად და მიუკერძოებლად შესწავლა.

"დღეს, სამ საათზე მოქალაქეები გეგმავენ მშვიდობიანი შეკრების და საპროტესტო აქციის ორგანიზებას.  მოქალაქეთა მშვიდობიანი შეკრების უფლება ეს არის კონსტიტუციური უფლება და ამ უფლებით სარგებლობა უნდა უზრუნველყოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ.

იმედი გვაქვს, რომ ამ მოცემულობაში, ყველა სახელმწიფო უწყება იაზრებს თავის როლს და პასუხისმგებლობას და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ დღეს მოქალაქეებმა შეძლონ კონსტიტუციური უფლებებით შეუფერხებლად სარგებლობა.


პრეზიდენტის დავალებით ჩვენ ძალიან ყურადღებით, მუდმივ რეჟიმში დავაკვირდებით მიმდინარე აქციას,"- აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

____________________________________________

გუშინ, ღამით 1 საათისთვის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო სპეცოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განაცხადა რომ აღნიშნულ კლუბებში   3 თვის განმავლობაში  საგამოძიებო მოქმედებები  ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. მათი თქმით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა. 

სპეცოპერაციის პარალელურად კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ.   „ლიბერალის“ კადრებში ჩანს, თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. აქციის მონაწილეები დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენთან გადაინაცვლნენ. პროტესტის დროს დააკვეს მოქალაქეები.  წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.

 დღეს აქცია 3 საათზე განახლდება პარლამენტის წინ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ განცხადება გაავრცელა. 

მათი მოთხოვნებია: 

  • „გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
  • გადადგეს შს  მინისტრი გიორგი გახარია;
  • დაისაჯოს პოლიციის ის თანამშრომლების, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^