Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ელენე ხოშტარია სპეცოპერაციაზე: ეს იყო ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა

12 მაისი, 2018 15:05

“ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, გუშინ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია იყო ადამიანის უფლებებისა და შეკრების თავიუსფლების უხეში რაღვევა.

“ის, რაც წუხელ ვიხილეთ, იყო ადამიანის უფლებებისა და შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა. შუა ქალაქში მოაწყეს თავისუფალი ადამიანების რბევა, რომელსაც კავშირი არ ჰქონია არც ნარკორეალიზატორებთან და არც კრიმინალთან. შინაგან საქმეთა სამინისტრო ცეკვის დროს არბევდა თავისუფალ მოქალაქეებს. ჩვენ ერთი მხრივ, ქვეყანაში გვაქვს კრიმინალის პრობლემა და ამ ხელისუფლებამ ხელი შეუწყო ამას. ჩვენ გვაქვს ასევე ძალიან მძიმე ვითარება, როდესაც ახალგაზრდები იღუპებიან ნარკოტიკებისგან და ესეც არასწორი ნარკოპოლიტიკის შედეგია. ნაცვლად იმისა, რომ სწორედ ამას ებრძოლოს ხელისუფლება, ისინი გადავიდნენ თავისუფალი, წესიერი მოაქალაქეების მიმართ ძალადობაზე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

************

გუშინ, ღამით 1 საათისთვის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია დაიწყო. კლუბის სტუმრებს დაატოვებინეს ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ კლუბებში 3 თვის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად მიმდინარეობდა.

მათი თქმით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა. სპეცოპერაციის პარალელურად კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ.

„ლიბერალის“ კადრებში ჩანს, თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიული საქმოანობის შესრულებისას.

შემდგომ, აქციის მონაწილეებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენთან გადაინაცვლეს. პროტესტის დროს დააკვეს 50-მდე მოქალაქე. ამ დროისთვის ისინი განთავისუფლებულნი არიან.

დღეს აქცია 3 საათზე განახლდება პარლამენტის წინ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, მათი მოთხოვნებია: „გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ“.

შსს განცხადება კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^