წუხელ კლუბ „ბასიანში“ განვითარებულ მოვლენებს ცნობილი შვედი დიჯეი Facebook-ზე Joel Mull ეხმიანება.
„ბასიანი ჩემი გულია. ძალიან ვწხვარ, როცა ვხედავ ჩემს დებს და ძმებს კრიმინალებივით ექცევიან. ახლა თბილისში ძალიან მახინჯი პროცესები მიმდინარეობს. ეს იმ დროს მახსენებს, თუ როგორ გვექცეოდნენ შვედეთში 90-იან წლებში.
გთხოვთ, არ დანებდეთ.“
ამავე თემაზე:
პროდიუსერი და დიჯეი Joel mull-ს უდიდესი წვლილი მიუძღვის შვედური ელექტრონული მუსიკის სცენის განვითარებაში. Adam Beyer, Jesper Dahlback და Cari Lekebusch-თან ერთად შვედური ტექნო ჟღერადობის შემქმნელადაც მოიხსენიებენ. მან 1998 წელს ლეიბლი Inside Records დააარსა, რომელზეც მისი სადებიუტო ალბომი Imagination გამოვიდა.