Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

LIVE ► "ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ" - პარლამენტთან საპროტესტო აქცია დაიწყო

12 მაისი, 2018 15:26

"ჩვენი თავისუფლებისთვის გავდივართ გარეთ" - ამ წუთებში პარლამენტთან საპროეტესტო აქცია მიმდინარეობს. 

"საქართველოს ხელისუფლება წუხელ სპეცდანიშნულების რაზმებით შეიჭრა და დაარბია თბილისში მოქმედი ღამის კლუბები, სასტიკად სცემა და გაუსწორდა იქ მყოფ მშვიდობიან მოქალაქეებს, ხელკეტებით დაარბია და დააკავა კლუბების მფლობელები და მოქალაქეები, რომლებიც კლუბებისა და იქ მყოფი ადამიანების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. დაკავებულია 60-მდე პირი, მათი ნაწილის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

ოფიციალური ვერსიით, სამართალდამცავთა მიზანი ე.წ “ნარკორეალიზატორების” დაკავება გახლდათ, მაგრამ ეს ტყუილია! კარგად გვახსოვს, რომ ამ სპეცოპერაციას წინ უძღვოდა რამდენიმეთვიანი ბინძური კამპანია საკლუბო სცენისა და დამოუკიდებელი მოძრაობების წინააღმდეგ. კამპანიას სათავეში ედგნენ ფაშისტური დაჯგუფებები, ანგაჟირებული პრორუსული რეგრესული ძალები, რომლებიც უკვე წლებია მიზანმიმართულად ებრძვიან დამოუკიდებელი საქართველოს ახალგაზრდული კულტურის ყველაზე ძვირფას მონაპოვარს - თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებს. 

მოსალოდნელი საფრთხის შესახებ ერთობლივი პრევენციული განცხადება საკლუბო სცენის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს. ყველას ბოლომდე გვჯეროდა, რომ ხელისუფლებას ეყოფოდა კეთილგონიერება და ამ სამარცხვინო ფაქტის წინაშე არ დავდგებოდით.

ეჭვგარეშეა, რომ სახელმწიფომ ბრძოლა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს კულტურის ერთადერთ სფეროს, რომელმაც არამხოლოდ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა, არამედ პირველ რიგში, სწორედ მისი სოციალური ღირებულებებიდან გამომდინარე უჭირავს წამყვანი ადგილი მსოფლიო სცენაზე. 

ამ სამარცხვინო ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლებამ მიზანმიმართული ბრძოლა გამოუცხადა ყველა იმ იდეასა და ღირებულებას, რომლის გარშემოც შემოვიკრიბეთ ათასობით ადამიანი თბილისის კლუბებში. ეს კლუბები კი ჩვენთვის არა უბრალოდ გართობის, არამედ თავისუფალი თვითგამოხატვის, განვითარებისა და სოციალური ცვლილებების ყველაზე მნიშვნელოვანი და ნათელი კერაა! 

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად! 

შემოგვიერთდით დღეს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ!" - ვკითხულობთ აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში. 

******************

გუშინ, ღამით 1 საათისთვის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცოპერაცია დაიწყო. კლუბის სტუმრებს დაატოვებინეს ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ კლუბებში 3 თვის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად მიმდინარეობდა.

მათი თქმით, ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა. სპეცოპერაციის პარალელურად კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ.

„ლიბერალის“ კადრებში ჩანს, თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ხელს უშლის ჟურნალისტებს პროფესიული საქმოანობის შესრულებისას.

შემდგომ, აქციის მონაწილეებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენთან გადაინაცვლეს. პროტესტის დროს დააკვეს 50-მდე მოქალაქე. ამ დროისთვის ისინი განთავისუფლებულნი არიან.

დღეს აქცია 3 საათზე განახლდება პარლამენტის წინ.

„თეთრი ხმაურის მოძრაობის“ განცხადებით, მათი მოთხოვნებია: „გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია; დაისაჯოს პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ“.

შსს განცხადება კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^