Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

12 მაისი, 2018 15:52

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც „ლიბერალის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, სულ უფრო იზრდება მოქალაქეთა რაოდენობა და შესაძლოა, გზა გადაიკეტოს.

გუშინ, ღამით 1 საათისთვის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო სპეცოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აღნიშნულ კლუბებში 3 თვის განმავლობაში ტარდებოდა საგამოძიებო მოქმედებები  ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. მათი თქმით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა. 

სპეცოპერაციის პარალელურად, კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ.   „ლიბერალის“ კადრებში ჩანს, თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. აქციის მონაწილეებმა დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. პროტესტის დროს დააკავეს მოქალაქეები.  წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.

„თეთრი ხმაურის მოძრაობა“ მათ მოთხოვნებს ავრცელებს: 

  • „გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
  • გადადგეს შს  მინისტრი გიორგი გახარია;
  • დაისაჯოს პოლიციის ის თანამშრომლების, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^