ამ წუთებში პარლამენტის წინ საპროტესო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილემ, ანა სუბელიანმა განაცხადა, რომ არ დაიშლებიან, ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ეს მოთხოვნებია:
- „გადადგეს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი;
- გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია;
- დაისაჯოს პოლიციის ის თანამშრომლების, რომლებიც დარბევაში მონაწილეობდნენ“.
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, უკომპრომისოდ ვერთვებით ღიად გამოცხადებულ ომში ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულების - თავისუფლებისა და საკუთარი მომავლის დასაცავად! - ამბობენ აქციაზე.
__________________________________________
გუშინ, ღამით 1 საათისთვის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ დაიწყო სპეცოპერაცია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, განაცხადა რომ აღნიშნულ კლუბებში 3 თვის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებები ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად. მათი თქმით, დაკავებულია ნარკოტიკული საშუალების გამსაღებელი 8 პირი.
სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა.
სპეცოპერაციის პარალელურად კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილი მოქალაქეები სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ. „ლიბერალის“ კადრებში ჩანს, თუ როგორ არბევს სპეცრაზმი მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს. აქციის მონაწილეები დინამოს მიმდებარე ტერიტორიიდან საპროტესტო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს. პროტესტის დროს დააკავეს მოქალაქეები. წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი განთავისუფლებულია.