ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი იმყოფება. „ლიბერალის“ კორესპონდენტის ცნობით, ისინი ხელკეტებით არიან შეიარაღებულნი. „ლიბერალი“ შსს-სგან დამატებითი ინფორმაციის მიღებას ცდილობს.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. პარლამენტის წინ მობილიზებულმა სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეებს სავალი გზის ნაწილი დაუთმეს.
მათ ამისკენ ცოტა ხნის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა მოუწოდა, რადგან აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ არსებულ სკვერში ვერ ეტეოდნენ.
პარლამენტის წინ აქცია დღეს, 3 საათზე დაიწყო. მონაწილეების გუშინ, გვიან ღამით კლუბ „ბასიანსა“ და „გალერიში“ სპეცრაზმის შესვლასა და მოქალაქეთა დაკავებას აპროტესტებენ.