Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NGO-ები 12 მაისს ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებენ

12 მაისი, 2018 19:08

NGO-ები 12 მაისს ღამით ჩატარებულ სპეცოპერაციაზე განცხადებას ავრცელებენ. "ლიბერალი" განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ. 

"გავრცელებული ინფორმაციით, 2018 წლის 10 მაისის სასამართლო განჩინების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო სანქცია თბილისის რამდენიმე კლუბის ტერიტორიის ჩხრეკასთან დაკავშირებით. 12 მაისს ჩხრეკის ოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასშტაბური საპოლიციო ძალის გამოყენებით გვიან ღამით განახორციელა, როდესაც კლუბებში ასეულობით ადამიანი იყო თავშეყრილი. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის დაწყებისას კლუბებიდან ადამიანების გაყვანა ზოგიერთ შემთხვევაში ღირსებისშემლახავ პირობებში მოხდა, ხოლო, შესაბამისი კლუბების მესაკუთრეებს და ადმინისტრაციას არ მიეცათ ჩხრეკის პროცესში სრულყოფილი დასწრების შესაძლებლობა.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერები მოვუწოდებთ სახელმწიფოს:

  • დაუყოვნებლივ დადგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამდებობის პირების სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაგეგმა და განახორციელა ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული და ადამიანის უფლებების აშკარა და  უხეში უგულებელყოფით ჩატარებული საპოლიციო ოპერაცია;
  • საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება შეკრების მონაწილეების სავარაუდო უკნონო დაკავების, პოლიციის მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტებისა და მშვიდობიანი შეკრების ხელშეშლის ფაქტებზე;
  • სასამართლომ დაკავებული შეკრების მონაწილეების საქმეების განხილვა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და შეკრების თავისუფლების სტანდარტების განუხრელი დაცვით უზრუნველყოს;
  • მთავრობამ სათანადოდ გაიაზროს ნარკოტიკების მომხმარებელთა მიმართ არსებული მკაცრი პოლიტიკის მძიმე სოციალური შედეგები და რეპრესიაზე და დასჯაზე ორიენტირენული მიდგომების ნაცვლად, ის სოციალურ ზრუნვაზე ორიენტირებული გახადოს. ამასთან, ადამიანის უფლებების პატივისცემით უზრუნველყოს ნარკოტიკების რეალიზაციასთან ბრძოლა." 

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები: 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

ადამიანის უფლებათა სახლი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო (OSGF)

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^