სუს-ის გენერალურმა ინსპექციის განცხდებით, ნარკოდანაშაულის ფაქტზე დაკავებულია სუს-ის რიგითი, ობიექტების დაცვის მთავარი სამმართველოს თანამშრომელი 1995 წელს დაბადებული ზ.კ. და 1985 წელს დაბადებული მოქალაქე მ.ს.
სუს-ის განცხადებით, ბრალდებულები 11 მაისს დააკავეს საცხოვრებელ კორპუსში.
საქმე ეხება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექცია.