ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქცია იმართება, სადაც ადამიანები გუშინ, 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციაზე ტექნოზე ყველა თაობის წარმომადგენელი ცეკვავს.
რუსთაველის გამზრის ერთი ნაწილი გადაკეტილია. ასევე გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ თავისუფლების მოედანთან ახლოს სპეცრაზმის თანამშრომლები იმყოფებიან.
აქციის მონაწილეები შსს მინისტრის და პრემიერის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ რომ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.