Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კალაძე: მე არ გთავაზობთ შესარიგებელ მატჩს, გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

12 მაისი, 2018 21:36

რამდენიმე წუთის წინ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. 

"ჩვენი გუნდის მთავარი ღირებულება და მამოძრავებელი არის ადამიანი და ადამიანის სიცოცხელე" - თქვა თბილისის მერმა. 

"მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ რომ ღამის ეკონომიკა განვითარდება და კლუბური ცხოვრება განვითარდება და ჩვენგან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა, თუმცა უნდა გაიმიჯნოს მეორე - რომელიც არის ძალიან სამწუხარო. მე არ გთავაზობთ შესარიგებელ მატჩს, მე ვიცი რომ ამ ადამიანებს ჩემს მიმართ პატივისცემა აქვთ და ვაფასებ ამას, მე გთავაზობთ ერთად ვებრძლოთ ნარკორეალიზატორებს. ჩვენ გვიკვდება ჩვენი დები და ძმები და მე დარწმუნებული ვარ რომ ის ახალგაზრდები ვინც ახლა პარლამენტთან არიან დაგვიდგებიან გვერდზე და ერთად შევებრძოლოთ ნარკორალიზატორებს". - განაცხადა კახი კალაძემ ჟურნალისტებთან. 

მისი თქმით, გუნდში თანხმდებიან, რომ არსებული ნარკოპოლიტიკა არავისთვის არაა მისაღები, და "ეს ყველას გვიქმნის პრობლემას".

მან შსს მინისტრის და პრემიერის გადადგომის მოთხოვნის შესახებ დასმულ კითხვას არ უპასუხა და განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკაზე მმართველი გუნდი მუშაობს და ამ პროცესში ახალგაზრდებს ჩართვისკენ მოუწოდებს.

კითხვაზე, როგორ აფასებს კლუბში შეჭრის ფაქტს, თბილისის მერმა განაცხადა, რომ ფორმა შეიძლება პოლემიკის საგანი იყოს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^