„გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, გადადგეს პრემიერი!", - რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრის დუმილის შემდეგ მთავარი მოთხოვნა დაასახელეს.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელი ბექა წიქარიშვილის თქმით, აქციის მონაწილეები პარლამენტის წინ კარავს გაშლიან.
„მოგვიწევს მეგობრებო უფრო დავორგანიზდეთ, გავაკეთოთ ჯგუფები, რომლებიც იმორიგევებენ. ვისაც შეგიძლიათ, უმორჩლესად გთხოვთ, გადადეთ ყველაფერი და იდგეთ აქ. თუ დღეს აქ რამე მოხდება, ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერს", - აცხადებს წიქარიშვილი.
რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს მიმართეს.
„მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრმა გააკეთოს განცხადება საღამოს 10 საათამდე საჯაროდ და თქვას გრძნობს თუ არა საკუთარ პასუხისმგებლობას ამ გაუგონარ ძალადობაზე. დაასახელოს კრიზისის მოგვარების კონკრეტული გეგმა და ნაბიჯები, ისე არ დავიშლებით“, - განაცხადა ბექა წიქარიშვილიმა აქციაზე.