რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია 13 მაისს, 15:00 საათზე განახლდება, - ამის შესახებ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ბაია პატარაიამ განაცხადა. „ვისაც შეგიძლიათ დარჩით და, როდესაც მეტი ხალხი მოვა, მათ დავხვდებით", - თქვა პატარაიამ.
„ვიცით, რომ ძალადობრივი სისტემა სისტემა დღეს არ დასრულდება, მაგრამ თუ ჩვენ არ დავიშლებით, აქციებს გავაგრძელებთ, ხელისუფლება იძულებული იქნება, მიიღოს გარკვეული ზომები. იძულებული იქნება, ეს ძალადობრივი პოლიტიკა შეცვალოს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება გამარჯვებამდე", - ამბობს პატარაია.
რუსთაველის გამზირზე მრავალათასიან აქციაზე შეკრებილები 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.