Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის" -ნიუ-იორკში სოლიდარობის აქცია გაიმართება

13 მაისი, 2018 13:55

დღეს ბრუკლინში სოლიდარობის აქცია გაიმართება, სადაც აქციის მონაწილები გააპროტესტებენ შსს-ს სპეცოპერაციას კლუბებში. აქციის ორგანიზატორების თქმით,  სპეცოპერაციის მიზანი იყო თავდასხმა კლუბური ცხოვრების წესსა და თავისუფლებაზე, ძალის უმიზნო დემონსტრირება და ამიტომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის. 

"როგორც მოგეხსენებათ, 11 მაისს თბილისში სპეცრაზმმა რეიდი მოაწყო თბილისის რამდენიმე ღამის კლუბში და გამოიყენა არაპროპორციული ძალა. რეიდი მოხდა 8 ადამიანის დასაჭერად, რომელსაც 3 თვეა უთვალთვალებენ. აღნიშნული ნიშნავს მხოლოდ იმას, რომ მიზანი რეიდის იყო თავდასხმა კლუბური ცხოვრების წესსა და თავისუფლებაზე, ძალის უმიზნო დემონსტრირება და ამიტომ სოლიდარობის ნიშნად ჩვენ ვცეკვავთ ბრუკლინში თავისუფლებისთვის. 

ვისაც სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ, შემოგვიერდით ხვალ 2 საათიდან ქვემოთ მითითებულ მისამართზე. ხვალ ცნობილი Day Party - Tiki Disco-ს ორგანიზატორებმა ნება დაგვრთეს რომ ბანერებით შევიდეთ. ივენთის ბილეთების ბმული ნახეთ ქვემოთ (10$) სამწუხაროდ ბილეთის გარეშე შესვლა ვერ მოხერხდება. ვიცი, ბევრს უნდოდა გარეთ შეკრება, მაგრამ ეს ნებართვის მიღებასთან არის დაკავშირებული, რისი მოსწრებაც ვერ ხერხდება. ჩვენები პარლამენტთან ცეკვავდნენ - ჩვენ ბრუკლინიდან შევუერთდეთ."

----------------

პარლამენტის შენობასთან აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" 3 საათზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები 12 მაისს კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ შსს -მ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და სპეცოპერაცია სავარაუდო ნარკორეალიზატორების დაკავებას არ ემსახურებოდა. 

შსს -ს ოფიციალური ინფორმაციით სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ჩატარდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულბი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბის ტერიოტორიაზე.

ეს ინფორმაცია ომბუდსმენს თავად დაკავებულებმა განუცხადეს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასებით სახელწმიფომ უნდა დაასაბუთოს თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარება. 

გუშინ გაანცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ორგანიზაციების შეფასებით, სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული იყო და ადამიანის უფლებების აშკარა და  უხეში უგულებელყოფით ჩატარებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^