Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჩვენი თავისუფლებისთვის“ - სოლიდარობის აქციები ბერლინსა და ვენაში გაიმართება

13 მაისი, 2018 14:18

თბილისის პარლამენტთან შეკრებილი დემონსტრანტების მხარდასაჭერად , სოლიდარობის აქციები გაიმართება ბერლინსა და ვენაში

„ჩვენ ვიკრიბებით ვენაში რათა თანადგომა გამოვუცხადოთ ჩვენ მეგობრებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის საქართველოში. შემოგვიერთდით თუ ეწინააღმდეგებით სახელმწიფოს ძალადობრივ და თავისუფლების შემზღუდავ პოლიტიკას“,- ნათქვამია აქციის ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

როგორც ბერლინში დაგეგმილი სოლიდარობის აქციის ღონისძიების ტექსტშია ნათქვამი, აქცია მიზნად ისახავს, სოლიდარობა გამოუცხადონ თბილისში ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ ადამიანებს: „თბილისში, პოლიციის გადამეტებული ძალის გამოყენებით მოხდა კლუბებისBASSIANI და CAFE-GALLERY -ს დარბევა, ასევე უამრავი ადამიანის დაკავება. ბერლინში დაგეგმილი აქცია მიზნად ისახავს სოლიდარობა გამოუცხადოს საქართველოში ძალადობის წინააღმდეგ შეკრებილ ადამიანებს. ერთად ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის!“

**********

დღეს დილით პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს პოლიციამ კარვები ააღებინა. წუხელ აქციის ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ საპროტესტო აქცია რუსთაველზე დღეს 15:00 საათზე განახლდება, მაგრამ მათ სთხოვეს ხალხს, ვისაც შეეძლებოდა პარლამენტთან ღამის განმავლობაშიც დარჩენილიყო. პარლამენტის წინ კარვები გაშალეს და შეკრებილი მოქალაქეების ნაწილმა ღამე რუსთაველზე გაათია.

დღეს დილით როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, სამართალდამცველები მათთან მივიდნენ და კარვების დაშლა მოსთხოვეს.

აქციაზე „ჩვენი თავისუფლებისთვის“ შეკრებილები 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ.

სამართალდამცველების თქმით, მათ კლუბებში 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა, როგორც ომბუდსმენსმა განაცხადა მისი ინფორმაციით პოლიციამ ისინი კლუბებში შეწღამდე დააკავა. სამართალდამცველებმა „ბასიანისა“ და „კაფე გალერის“ სტუმრებს კლუბების ტერიტორია დაატოვებინა. ქუჩაში გადმონაცვლებულმა მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია დაიწყეს, პოლიციამ კი აქცია დაარბია და 60-მდე მოქალაქე დააკავა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^