Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს

13 მაისი, 2018 15:24

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილებმა 9 აპრილის მემორიალი ყვავილებით შეამკეს. "ლიბერალის" კორესპონდენტის ცნობით აქციის მონაწილეებს მემორიალთან ყვავილების მიტანის შესაძლებლობას სხვა მოქალაქები არ აძლევდნენ. თუმცა პოლიციის მისვლის შემდეგ აქციის მონაწილებმა მემორიალის ყვავილებით შემკობა შეძლეს. 

--------------------

პარლამენტის შენობასთან აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" 3 საათზე გაგრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქცია გაიმართა, სადაც შეკრებილები 12 მაისს კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაცია გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ შსს -მ არაპროპორციული ძალა გამოიყენა და სპეცოპერაცია სავარაუდო ნარკორეალიზატორების დაკავებას არ ემსახურებოდა. 

შსს -ს ოფიციალური ინფორმაციით სპეცოპერაცია ნარკორეალიზატორების დასაკავებლად ჩატარდა, თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა ნარკორეალიზატორობაში ბრალდებულბი სპეცოპერაციამდე დააკავეს და არა კლუბის ტერიოტორიაზე.

ეს ინფორმაცია ომბუდსმენს თავად დაკავებულებმა განუცხადეს, არასამთავრობო ორგანიზაციების და ომბუდსმენის შეფასებით სახელწმიფომ უნდა დაასაბუთოს თუ რატომ გახდა საჭირო ასეთი მასშტაბის სპეცოპერაციის ჩატარება. 

გუშინ გაანცხადება გაავრცელეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ორგანიზაციების შეფასებით, სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირებაზე ორიენტირებული იყო და ადამიანის უფლებების აშკარა და  უხეში უგულებელყოფით ჩატარებული. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^