გიორგი გაბედავა და მისი მხარდამჭერები ქაშვეთის ეკლესიის ეზოში არიან. ისინი ჭანტურიას ქუჩაზე ნეონაცისტურ ჯგუფთან ერთად იმყოფებოდნენ. მათ სანთლები დაანთეს და „მამაო ჩვენო“ წაიკითხეს.
თუმცა მას მერე, რაც მათ ვარდების მოედნისკენ გადაინაცვლეს, გაბედავა და მისი მხარდამჭერები ადგილზე დარჩნენ და პოლიციას სთხოვეს, მათთვის ქაშვეთში სანთლების დანთების საშუალება მიეცა. მათ გარშემო პოლიციის კორდონია.