გიორგი გახარიამ რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს მიმართა. მან მიმართვის დასაწყისში აქციის მონაწილეებს ბოდიში მოუხადა - "ბოდიშს გიხდით სამინისტროს ყველა იმ თანამშრომლის სახელით, თუ რომელიმე თქვენგანმა თქვენი უფლებები შელახა."
გახარიამ აქციის მინაწილეებს ასევე მოუწოდა მათაც მოუხადონ ბოდიში სამართადამცველებს, ვისაც მათ მიაყენეს შეურაცხყოფა, რაზედაც პასუხად უკმაყოფილო შეძახილები მოჰყვა. "კარგი, ეს თქვენი არჩევანია" - უთხრა მინისტრმა აქციის მონაწილეებს.
"ჩვენი ყველას საერთო ამოცანაა რომ დღეს ეს საღამო დავასრულოთ მშვიდობიანად. თქვენ იცით, რომ უკვე მეორე დღეა თქვენი გამოხატვის თავისუფლება აქ ამ მოედანზე არ შეზღუდულა. თითოეული პოლიციელი აქ და გუშინაც იცავდა თქვენს უსაფრთხოებას.
ახლა ჩვენ ყველამ უნდა მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი რთული სიტუაციიდან. უნდა გადავინაცვლოთ სამუშაო რეჟიმში.
მე გპირდებით რომ ხვალ 10 საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად განვიხილავთ 12 მაისის სპეცოპერაციის ყოველ წუთს. ასევე გპირდებით რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკაზე. თუ ეს დაპირებები არ შესრულდება შეგვიძლია ისევ შევიკრიბოთ და ერთად გავაპროტესტოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას ამ თავისუფალ ქალაქში.
თითოეული ქართველი მოქალაქის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ აქვს არანაირი მნიშვნელობა მის ორიენტაციის, რელიგიური მრწამსს თუ ასაკს. ასევე, რა თქმა უნდა, მინდა მივმართოთ ყველა მოქალაქეს, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე არის შეკრებილი, ჩვენ ყველამ უნდა ვეცადოთ და შევინარჩუნოთ ის მიღწევები, თავისუფლებისა და გამოხატვის, რომელიც გვაქვს და არ უნდა შევიდეთ კონფლიქტში, რომელიც მხოლოდ დაგვაკარგვინებს დროს. გთხოვთ, ამ წუთიდან დავემორჩილოთ პოლიციის მითითებებს, ხვალ იმ დაპირებების გათვალისწინებით ჩვენი მხრიდან, მივცეთ საშუალება თბილისს იცხოვროს ჩვეულებრივი, სამუშაო, ნორმალური ორშაბათი დღით. თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი და ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ყველა ადამიანი, რომელიც დღეს დგას ქუჩაში არის ფასეული ამ ქვეყნის მომავლისთვის,”- განაცხადა გახარიამ.