გიორგი გახარიას შეხვედრა "თეთრი ხმაურის მოძრაობის" წევრებთან დასრულდა. შეხვედრიდან გამოსულმა ბექა წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ტექნიკურ საკითხებზე იყო ძირითადად საუბარი. დღეს შეთანხმდნენ რომ მათი მხრიდან სამუშაო ჯგუფში წევრების რაოდენობა გაიზრდება და ის უფრო წარმომადგენლობითი გახდება, თუმცა ზუსტად რამდენი კაცი იქნება ჯგუფში და ვინ იქნებიან ისინი ბექა წიქარიშვილი ამ ეტაპზე ვერ ამბობს, განაცხადა რომ ეს დეტალები დღეს დაზუსტდება. მისივე თქმით, შეიქმნება ორი სამუშაო ჯგუფი, ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე, მეორე 12 მაისის სპეცოპერაციის თემაზე. ხვალ გამართულ შეხვედრაზე ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
"კიდევ ერთხელ ვიმეორებ პროტესტი რჩება ძალაში. თუ თანამშრომლობის ფორმატი არ გაამართლებს მაშინ გავაგრძელებთ აქციას. ჩვენი გუშინდელი დაშლა იყო კომპრომისი, თუმცა საჭირო კომპრომისი." - განაცხადა ბექა წიქარიშვილიმა. მისივე თქმით, 12 მაისის ღამის სპეცოპერაციის დეტალებს ხვალ განიხილავენ შსს მინისტრთან შეხვედრაზე. ამ ეტაპზე ხვალ გასამართში შეხვედრის დრო უცნობია.
"ლიბერალის" ჟურნალისტის კითხვაზე თუ როგორ აფასებს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას ნარკოპოლიტიკაზე ახალი კანონპროექტის მომზადებაზე, იმ ფონზე როცა ფლატფორმის მიერ უკვე მომზადებულია კანონპროექტი, რომლის განხილვასაც აჭიანურებს პარლამენტი, უპასუხა, რომ "ნარკოპოლიტიკაში ცვლილებებზე წინასწარი მზაობა არის, თუმცა არ ვარ დარწმუნებული რომ ყველაფერს გაითვალისწინებენ" - განუცხადა წიქარიშვილმა "ლიბერალს".
EMC-ის იურისტის სოფო ვერძეულის თქმით, მნიშვნელოვანი საკითხია, რომ სამუშაო ჯგუფი ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე დაიწყებს მუშაობას, ასევე, მეორე ჯგუფი კი უშუალოდ 11 მაისის სპეცოპერაციის საკითხს სახალხო დამცველის ფორმატში მოიკვლევს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ წავიდეთ იმაზე შორს ვიდრე მივედით წინა შეხვედრებზე ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის დროს. ვფიქრობ რომ, ეს სამუშაო ჯგუფი ამ შესაძლებლობებს შექმნის. ყოველშემთხვევაში იმედი გავქვს, რომ სამინისტროს მხროდან ამის მზადყოფნა იქნება.
მეროე სკაითხია, რომ სახალხო დამცველის ფორმატში გაგრძელდება 11 მაისის ღამის ინციდენტების შესწავლა, შევთანხმდით, რომ ვითანამშრომლობთ ომბუდსმენთან, მათ შორის, წარვადგენთ დოკუმენტაციას, მოწმეებს, დაზარალებულებს იმისათვის, რომ სრულფასოვანი შესწავლა მოხდეს. იმედი გვაქვს, რომ ამ შესწავლის შედეგად თუკი გამოიკვეთება პასუხისმგებლობის საკითხი სამინისტრო მზად იქნება პოლიტიკური თუ სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები მიიღოს, "- განაცხადა სოფო ვერძეულმა.
„თეთრი ხმაურის მოძრაობის" წარმომადგენელი დათო სუბელიანი ამბობს, რომ „ნარკოპოლიტიკის მიმართულებით შს მინისტრს აქვს ხედვა, რომ ის მოხმარების ნაწილში ცვლილებებს განახორციელებს ის ამაზე დაგველაპარაკება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ შევთანხმდებით რომ ქვეყანაში რეალიზაცია იქნება დასჯადი, ეს არც არის კითხვის ნიშნის ქვეშ. ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებულ კანონპროექტშიც ასე იყო, ეს არ არის პრობლემა“.
თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, არ აქვს განცდა, რომ რაიმე ოპტიმისტურ წინსვლა იქნება.
„მე არ მგონია, რომ განსაკუთრებულად დიდ ცვლილებებზე წამოვა სამინისტრო. ჩემი აზრით, ეს იქნება უკეთესი ვიდრე „8 ნივთიერების“ კანონპორექტი, მაგრამ გაცილებით ცუდი, ვიდრე ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მიერ მომზადებული კანონპროექტი“, - თქვა სუბელიანმა.
რატომ შევიდა სპეცრაზმი კლუბებში - მინისტრის პასუხი
------------------
შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქცია "ჩვენი თავისუფლებისთვის" რომელიც 12 მაისს კლუბებთან ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ დაიწყო დროებით დაიშალა.
ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მრავალათასინი აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ, რადგან მიაჩნიათ რომ შსს მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება არ იყო და სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირება იყო და ადამიანის უფლებების აშკარა და უხეში უგულებელყოფით ჩატარდა.
გუშინ, 13 მაისს, აქციის მეორე, დღეს ნეონაციუსტურმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიოტორიაზე კონტრაქცია გამართეს. რამდენიმე საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებული მონაწილეების მხარეს გადასვლას და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.
გუშინ გვიან ღამის შსს მინისტრი გიორგი გახარია აქციაზე მივიდა, მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და დიალოგის სამუშაო რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს "ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეებმა დაშლა, თუმცა როგორც ორგანიზატორები ამბობენ ეს დაშლა დროებითია და ისევ გაგრძელდება პროტესტი თუ არ არ შესრულდება დაპირიბები.