„ქართული მარში“ და „ქართული იდეა“ თანამოაზრეებთან ერთად ფილარმონიასთან იკრიბებიან. ყოფილი პარლამენტარის დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, ისინი რუსთაველის გამზირზე მსვლელობას მოაწყობენ.
„ვიკრიბებით სრულიად ერი და ბერი, რომ მსვლელობით მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, რადგან შემდეგში საზეიმოდ შევძლოთ დიდი საუფლო დღესასწაულის ამაღლების ჩატარება 17 მაისს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
აქციაზე მივიდნენ გიორგი გაბედავა, ჯონდი ბაღათურია, გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, გურამ ფალავანდიშვილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
„ქართული მარში“ ორშაბათს რუსთაველზე შეკრებილი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოსვლას გეგმავს