„ქართული მარში“ და „ქართული იდეა“ თანამოაზრეებთან ერთად ფილარმონიიდან პარლამენტის შენობისკენ დაიძრნენ და გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.
„ვიკრიბებით სრულიად ერი და ბერი, რომ მსვლელობით მივიდეთ რუსთაველის გამზირზე, რადგან შემდეგში საზეიმოდ შევძლოთ დიდი საუფლო დღესასწაულის ამაღლების ჩატარება 17 მაისს“, - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
აქციაზე მივიდნენ გიორგი გაბედავა, ჯონდი ბაღათურია, გია კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, გურამ ფალავანდიშვილი.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
აქციაზე ისმის ჰომოფობიური განცხადებები, რასაც „ლიბერალის" რედაქცია ემიჯნება.