Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ირმა ინაშვილი: რუსთაველზე მივედი, რათა გავსაუბრებოდი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს

15 მაისი, 2018 16:54

13 მაისის ღამეს, მაშინ, როცა რუსთაველის გამზირზე ორი აქცია მიმდინარეობდა, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირმა ინაშვილი თანაპარტიელებთან ერთად წარმომადგენლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა. 

მისი თქმით, როცა ქვეყანაში მსგავსი დაძაბული ვითარებაა, მისი მოვალეობა ადგილზე ყოფნაა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ ესაუბრა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა თქვა, მისი წარმომადგენლები ორივე მხარეს მუშაობდნენ, რათა არ მომხდარიყო დაპირისპირება. 

„როცა დეპუტატი ხარ და არის ასეთი ვითარება ქვეყნის მთავარ პროსპექტზე, უნდა მოხვიდე აქ.  ჩემი და ჩვენი დეპუტაციის ამოცანაა, გავესაუბროთ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს. ჩვენ ვესუბრეთ და მივიღეთ ინფორმაცია. ასევე ჩვენი ამოცანაა რაღაცნაირად ჩაქრეს ეს ემოციები. ახლა მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები ორივე მხარეს, რათა არ მოხდეს დაპირისპირება. ეს არის ჩვენი ამოცანა“, - თქვა ინაშვილმა.

ინაშვილი „ლიბერალს“ ასევე ესუბრა პარასკევს ღამით კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებზე. მისი თქმით, ნარკორეალიზატორებთან ბრძოლაში საზოგადოებამ მხარი უნდა დაუჭიროს ძალოვან სტრუქტურებს. 

„ჩვენი პოზიცია დავაფიქსირე ჩემს Facebook-გვერდზე. ძალიან მკაფიო პოზიცია მაქვს. ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ სახელმწიფომ ბრძოლა არ უნდა შეაჩეროს, მაგრამ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლა არ უნდა გადაიფაროს სხვადასხვა თემატიკით. თითქოს ვინმე პროგრესს ებრძვის.  მე ყველას ვარწმუნებ, რომ არ არის კავშირში ნარკორეალიზატორებთან ბრძოლა პროგრესის წინააღმდეგ ბრძოლასთან. ეს ხელოვნური ლოზუნგები მოგვიანებით დადგა დღის წესრიგში. საზოგადოებამ უნდა დაუჭიროს მხარი ძალოვან სტრუქტურებს“, - თქვა ინაშვილმა.

შესწორება: „ლიბერალზე“  თავდაპირველად მასალა გამოქვეყნდა სათაურით: „ირმა ინაშვილი კონტრაქციაზე გამოჩნდა"

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^