17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, საპატრიარქო „ოჯახის სიწმინდის დღეს" აღნიშნავს. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ საპატრიარქოში ბრიფინგი გაიმართა.
დეკანოზმა ანდრე ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ ზოგიერთი მოქალაქისაგან და საზოგადოებრივი ჯგუფის მიერ ისმოდა საეკლესიო დღესასწაულთან დაკავშირებით შეუფერებელი რიტორიკა, მისი თქმით, ეს მსვლელობა არ არის აგრესიული და მან მოწუოდა ამ ადამიანებს, რომლებიც ამ განწყობით არიან, თავი შეიკავონ მსვლელობაში მონაწილეობისგან.
„მინდა განვაცხადო, რომ ამ დღესთან დაკავშირებით, საეკლესიო დღესასწაულისთვის სრულიად შეუფერებელი რიტორიკა ისმოდა. ეს იგრძნობოდა ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქის, ან საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან. გვინდა ხაზგასმით, ყევლას ვუთხრათ, რომ ეს მსვლელობა არანაირად არ უკავშრდება რაიმე აგრესიას, არამედ ჩვენ გვინდა, რომ დღესასწაულად იქცეს მაცხოვრის ამაღლების დღესასწაული და ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე. ამიტომ მოგვმართავთ ყველას, ვისაც რაიმე ამგვარი განწყობები აქვს, თავი შეიკავოს ამ მსვლელობაში მონაწილეობისგან“,- განაცხადა დეკანოზმა ანდრეა ჯაღმაიძემ.
მან მოუწოდა შესაბამისს უწყებებს, რომ ყოველგვარი აგრესიული გამოვლინება და პროვოკაციის მცდელობა აღკვეთონ.
„ასევე მინდა მივმართო შესაბამისს უწყებებს რომ ყოველგვარი აგრეიული გაოვლინება, ან ყოველგვარი პროვოკაციის მცდელობა ვისგანაც და რა მოტივითაცარ უნდა მომდინარეობდეს, სწრაფად იქნას აღკვეთილი“.
17 მაისს პატრიარქის მიერ დაწესებულ „ოჯახის სიწმინდის დღესთან“ დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მღვდელმა შალვა კეკელიამ ისაუბრა:
- ხალხი წირვის შემდეგ 11:30 საათზე ვარდების მოედანზე, სასტუმრო „რედისონის“ მიმდებარედ შეიკრიბება. ისინი რუსთაველის გამზირის გავლით ქაშვეთის ეკლესიაში წირვაზე მისულ ხალხს შეუერთდებიან, საიდანაც მღვდელმთავრებთან ერთად ყველანი სამების საკათედრო ტაძრისკენ გაემართებიან.
- საპატრიარქოს სხვა ღონისძიებებიც აქვს დაგეგმილი. ქაშვეთის ეკლესიასთან 300-მდე 6-შვილიანი ოჯახი დაილოცება (შალვა კეკელიას თქმით, 7-შვილიანი ოჯახები უკვე დალოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა).
- 17 მაისს სხვადასხვა ადგილზე 400-ზე მეტი წყვილი დაიწერს ჯვარს. როგორც კეკელია ამბობს, ესენი ის ოჯახები არიან, რომლებიც კარგა ხანია, შეიქმნა, მაგრამ დღემდე არ აქვთ ჯვარი დაწერილი. სამების საკათედრო ტაძარში მათი რაოდენობა, სავარაუდოდ, 40-ზე მეტი იქნება.
- 20:00 საათზე რუსთაველის თეატრში მრავალშვილიანი ოჯახებისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება.
17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.