Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ბასიანის“ დამფუძნებელი შსს-ში დაკითხეს

18 მაისი, 2018 13:29

კლუბ „ბასიანის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ტატო გეთია შსს-ში გუშინ გამოკითხვაზე იყო. ტატო გეთიას თქმით, ის ე.წ. „8 ნარკორეალიზატორის საქმის“ ფარგლებში გამოკითხეს. მისი თქმით, გამომძიებელმა ტექნიკური კითხვები დაუსვა -  როდის დაარსდა ბარსიანი ? ვინ დაარსა?  და ა.შ.

ტატო გეთიას შეფასებით, მას  ასევე დაუსვეს, მისი შეფასებით, პროვოკაციული კთხვები „თუ შეგინიშნავს კლუბში არაფხიზელი ადამიანები, ნარკორეალიზატორები ხომ არ შეგინიშნავს და ა.შ“

ტატო გეთიას თქმით, მისი გამოკითხვაზე დაბარება, სავარაუდოდ, შსს-ს მხრიდან მათზე (დამფუძნებლებზე) ფსიქოლოგიური ზეწოლის მცდელობაა.

„მე უფრო და უფრო ვრწმუნებდი, რომ ეს არ იყო შემთხვევითი აქტი, ეს იყო მასკარადი უშუალოდ კლუბის წინააღმდეგ. არ ვიცი, რა არის მიზეზი, შეიძლება ეს იყო ჩვენი (დამფუძნებლების)“ „თეთრი ხმაურის მოძრაობასთან“ ურთიერთობა, ან ბერა ივანიშვილის გამოხატული ანტისიმპათია კლუბის მიმართ. მე მგონია, რომ შსს და ამ სახელმწიფოს არ უნდა სივრცე („ბასიანი“), რომელმაც ათიათასობით ახალგაზრდა გააერთიანა და გააძლიერა. ეს იყო რეალური ძალა, თავისუფალი ადამიანების ძალა. ამიტომ მე ჩემს აზრზე ვრჩები, რეიდი არ იყო საჭირო და ეს იყო სახელმწიფოს რეპრესიული აქტი თავისი ქვეყნის ახალგაზრდების წინააღმდეგ. მე მჯერა, რომ ეს რეიდი საჭირო არ იყო, თან იმ ფონზე, როცა ჩვენ კლუბის დამფუძნებლებმა პირველებმა გავავრცელეთ ინფორმაცია მომაკვდინებელი სუბსტანციის არსებობის შესახებ. არაერთი განცხადება  გავავრცელეთ და შსს მოვუწოდებდით, გამოეძიებინა ბაზარზე არსებული მომაკვდიენებელი სუბსტანციის არსებობის ფაქტი.“ - ამბობს ტატო გეთია.

მისივე თქმით, უცნობია, როდის გაიხსენება კლუბი „ბასიანი“ და კლუბის გახსნა-არ გახსნის საკითხს ის უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

„იმ გამომძიებელს,  რომელმაც დამკითხა კლუბის გახსნაზე, არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდა. ბოლო შეხვედრაზე შს სამინისტროში მე ვიკითხე, თუ როდის შევძლებდით კლუბის გახსნას. შს მინისტრმა გვითხრა, რომ რამდენიმე დღეში გაიხსენებოდა, თუმცა არ ვიცი, არაფერს აღარ გამოვრიცხავ.“ - ამბობს გეთია.

შსს ინფორმაციით, ტატო გეთია 12 მაისს კლუბებში ჩატარებული ჩრეკისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაიკითხა. 

___________________________________________________________ 

ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მრავალათასინი აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ შსს მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება არ ყოფილა და სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირება იყო და ადამიანის უფლებების აშკარა და  უხეში უგულებელყოფით ჩატარდა. 

კვირას, 13 მაისს, აქციის მეორე დღეს ნეონაცისტურმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქცია გამართეს. რამდენიმე საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებილების მხარეს გადასვლას და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. 

კვირას, გვიან ღამით შს მინისტრი გიორგი გახარია აქციაზე მივიდა, მონაწილეებს ბოდიში მოუხადა და დიალოგის სამუშაო რეჟიმში გაგრძელებისკენ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს. სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს „ჩვენი თავისუფლებისთვის" აქციის მონაწილეებმა დაშლა, თუმცა, როგორც ორგანიზატორები ამბობენ, ეს დაშლა დროებითია და ისევ გაგრძელდება პროტესტი თუ არ შესრულდება დანაპირები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^