Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

TI: დიმიტრი ლორთქიფანიძე „პრიმაკოვის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორია

18 მაისი, 2018 15:56

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, ე.წ. ეროვნულ ძალთა შეთანხმების ერთ-ერთი წევრი, ყოფილი პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე „პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორი გახდა. 

„ახალი ერთობის, ე.წ. „ეროვნულ ძალთა შეთანხმების“ უკან რუსული კვალი ჩანს. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ ორი თვის წინ განაცხადა, რომ პარტია „დემოკრატიულ მოძრაობას“ ტოვებს, პოლიტიკაში შესვენებას იღებს და სამოქალაქო სექტორში გადადის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, რამდენიმე დღით ადრე ლორთქიფანიძე „ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის” დირექტორი გახდა. აღნიშნული ინფორმაცია დასტურდება ცენტრის ოფიციალურ რუსულენოვან გვერდზეც. ორგანიზაცია 2013 წლის 21 აგვისტოს „საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტმა” და „გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა” დააფუძნა. გორჩაკოვის ფონდი 2010 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ბრძანებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ შექმნა“.

TI-ის ინფორმაციით, გორჩაკოვის ფონდი რუსეთის რბილი ძალის გავრცელების ერთ-ერთი ინსტრუმენტია. მისი წესდების მიხედვით, ფონდის მიზანია სამეცნიერო, კულტურული და საგანმანათლებლო პროგრამების დახმარება საერთაშორისო ურთიერთობებში, მასობრივი ინფორმაციებისა და ინფორმაციული რესურსების საშუალებების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ რუსეთისთვის ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საზღვარგარეთ რუსეთის ინტელექტუალური, კულტურული, სამეცნიერო და საქმიანი პოტენციალის  წინ წაწევა, მათ შორის ფინანსური მხარდაჭერა სამამულო, უცხოური და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის.

„პრიმაკოვის ცენტრი" აფინანსებს რუსული ენის უფასო კურსებს საქართველოში, ასევე, სპორტულ, კულტურულ და სხვა სახის ღონისძიებებს, თუმცა დიმიტრი ლორთქიფანიძის პოლიტიკიდან წასვლა და „ქართული მარშის” ლიდერად გამოჩენა საეჭვოდ ემთხვევა პრიმაკოვის ფონდში მის დირექტორად დანიშვნას და აძლიერებს საფუძვლიან ეჭვს, რომ ნეონაცისტური ძალების გააქტიურება სწორედ რუსულ ინტერესებში შედის“.

პრიმაკოვის ფონდში დიმიტრი ლორთქიფანიძემ დირექტორის პოზიციაზე ურუზმაგ ქარქუსოვი ჩაანაცვლა, რომელიც სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრემიერ-მინისტრი იყო. ურუზმაგ ქარქუსოვი 2007 წლიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის პოსტზეც მუშაობდა. ის თანამდებობიდან 2010 წელს გაათავისუფლეს. მისი მეუღლე, ნანა ყეინიშვილი 2012-2016 წელს „ქართული ოცნების“ სიით პარლამენტის წევრი იყო, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნანა ყეინიშვილი და ურუზმაგ ქარქუსოვი „ჩვენები-სახალხო პარტიის“ სიით იყრიდნენ კენჭს.

______________________________________

ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ მრავალათასინი აქცია იმართებოდა. აქციის მონაწილეები 12 მაისს ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებდნენ, რადგან მიაჩნიათ, რომ შსს მიზანი ნარკორეალიზატორების დაკავება არ ყოფილა და სპეცოპერაცია ძალის დემონსტრირება იყო და ადამიანის უფლებების აშკარა და  უხეში უგულებელყოფით ჩატარდა. 

კვირას, 13 მაისს, აქციის მეორე დღეს ნეონაცისტურმა ჯგუფებმა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე კონტრაქცია გამართეს. რამდენიმე საათის განმავლობაში რუსთაველის გამზირზე ვითარება უკიდურესად დაძაბული იყო. კონტრაქციის მონაწილეები პარლამენტის წინ შეკრებილების მხარეს გადასვლას და პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდნენ.

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის პარალელურად შედგა ე.წ. ეროვნულ ძალათა შეთანხმება. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დიმიტრი ლორთქიფანიძე იყო. მისი განმარტებით, მათი ინსპირაცია შექმნილი რთული მდგომარეობა იყო, „რაც გამოწვეულია ნარკოპროპაგანდისტების, სოდომისტების და რეაქციული ძალების ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით, რამაც გამოიწვია ჩვენი დედაქალაქის ცენტრის პარალიზება”. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^