პრეზერვატივების კომპანია „აიისა“ განცხადებას ავრცელებს. კომპანია წერს, რომ შსს-მ ჰომოფობიასთან ბრძოლის დღისთვის მიძღვნილი მათი აქცია ჩაშალა. „აიისას“ 17 მაისს პარლამენტის წინ ჰელიუმით გაბერილი ლგბტ დროშის ფერების პრეზერვატივების გაშვება ჰქონდათ დაგეგმილი, მაგრამ პოლიციამ მათი თანამშრომელი უკანონოდ გაჩხრიკა, დააკავა და „ბუშტები“ გაანადგურა.
„დაახლოებით 6 საათზე პოლიციელების ჯგუფმა დაუდგენელი ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გაბერილი „ბუშტების“ ძებნა და ჩვენი თანამშომლების მიერ საკუთარი სურვილით იყო განმარტული რომ დიახ, კურიერის მიერ წამოღებული რამდენიმე წუთში მოსატანი „ბუშტები“ იყო ჩვენი შეკვეთა.
ყოველგვარი შელაპარაკების გარეშე ადმინისტრაციული წესით დააკავეს ჩვენი თანამშრომელი და გაანადგურეს (დახეთქეს) ბუშტები. ადგილი ჰქონდა უკანონი ჩხრეკას, ტელეფონის წართმევას და საგამოძიებოში უსტატუსოდ გადაყვანას (დაკავებულის სტატუსი მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გადაწყდა საბოლოოდ).
„აიისას“ განცხადებით, ამ საქმეზე დაკავებულის სასამართლო გაიმართება ხვალ და საქმეში ჩართულია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი.
„ყოვლად უსაფუძვლო დაკვების გარდა კიდევ ერთხელ დაირღვა ჩვენი ფუნდამენტური, კონსტუტუციურად გარანტირებული, გამოხატვის თავისუფლება“, - წერს „აიისა“.
როგორც „ლიბერალს“ შსს-ში განუცხადეს, „აიისას“ თანამშრომელი ადამინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის ბრალდებით დააკვეს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
„აიისაში“ კი ამბობენ, რომ პოლიციამ მოქალაქე განყოფილებაში უსტატუსოდ გადაიყვანა. მას მხოლოდ რამდენიმე საათში განუმარტეს, რომ უმისამართოდ გინებისთვის იყო დაკავებული. თუმცა, თავად ამ გინებასაც უარყოფს.