
შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში გამოსვლისას დეპუტატის რომან გოცირიძის შეკითხვის პასუხად განმარტა, თუ რატომ მოიხადა ბოდიში 13 მაისს გამართულ აქციაზე.
„აბსოლუტურად ლეგიტიმური იყო ის, რაც პოლიციამ გააკეთა, თუმცა ბოდიში მოვიხადეთ იმ დისკომფორტისთვის, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, ახალგაზრდებს შევუქმენით იმით, რომ მოგვიწია მათი საღამოს გეგმების დაშლა და იმ კლუბიდან გამოყვანა. ასევე მოვუხადეთ ბოდიში იმათ, ვინც ამ ემოციურ ფონზე აღმოჩნდა რუსთაველზე და პარლამენტის წინ. ძალიან კარგად გვესმის, რომ პოლიციის აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი ღონისძიება გახდა გარკვეული ტრიგერი იმისათვის, რომ ამას მოჰყოლოდა ის ფორმები გამოხატვის თავისუფლების, რომელიც იყო და მოვიხადეთ ეს ბოდიში იმიტომ, რომ ამას შემდგომ მოჰყვა კონტრეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, ერთმა მხარემაც, მეორემაც, მესამემაც, სახელმწიფომაც და პოლიციამაც გაართვეს ამ გამოწვევებს თავი, რისი დამადასტურებელი ფაქტორი და საბუთიც იყო ნორმალურად ჩატარებული 17 მაისი“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.