Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ძალისმიერი მეთოდით აპირებენ ხუდონჰესის მშენებლობის დაწყებას" - ხაიშში დღეს აქცია იმართება

20 მაისი, 2018 11:05

„აიკრძალოს ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის მავნებლური პროექტი და მოხდეს მისი საბოლოო ლიკვიდაცია", - დღეს, 20 მაისს მესტიაში, სოფელ ხაიშში საპროტესტო აქცია იმართება.

„გთხოვთ, სრულიად საქართველოს მოსახლეობას დავიძრათ სვანეთისაკენ, რათა გამყიდველ ხელისუფლებას დავანახოთ ჩვენი ერთობის ძალა. ჩვენი ერთიანი ძალისხმევით გადავარჩინოთ ამჟამად სვანეთი, ხოლო სვანეთიდან სრულიად საქართველო! ხელისუფლება, რომელმაც უკვე მერემდენედ იცრუა საკუთარი მოსახლეობის წინაშე, ძალის გამოყენების პრინციპით აგრძელებს ურთიერთობების მოგვარებას საკუთარ ხალხთან, ასე ძალადობით და სიცრუით შევიდა და აიღო მტრის ციხეკოშკივით „მესტა-ჭალა ჰესის" ტერიტორია და აგრძელებს მოსახლეობის დამონება დაბეჩავებას.

ასევე ძალისმიერი მეთოდებით აპირებს აგრეთვენ დაიწყოს ხუდონჰესის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში იქნა შეჩერებული დავდგეთ ყველა ერთად და ერთხელ და საბოლოოდ ბოლო მოვუღოთ ამ მავნებლურ პროექტებს საქართველოში. ყველანი ხაიშში!!! არა ხუდონჰესს!!! არა დამანგრეველ და ბუნების გამანადგურებელ პროექტებს!!!", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^