მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე ახალ სიმღერასა და ვიდეოკლიპს აქვეყნებს. როგორც ის „ლიბერალთან“ ამბობს, სიმღერა „მე ვცეკვავ“ მიმდინარე მოვლენების გავლენით დაიწერა.
„მიმდინარე მოვლენები რაც იყო, ამ მოვლენებმა რა განცდებიც დატოვა ჩემში, ვეცადე, ეს გადმომეცა ამ სიმღერით. სიმღერას ჰქვია „მე ვცეკვავ“ - ცეკვა, როგორც პოლიტიკური აქტი“, - ამბობს ერეკლე დეისაძე „ლიბერალთან“.