Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

EMC: სასამართლომ კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა გაფიცვის უფლება „ერთობა 2013-ს“

21 მაისი, 2018 20:21

საქალაქო სასამართლომ "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" განცხადების საფუძველზე, მეტროს პროფკავშირს გაფიცვა კიდევ ერთხელ, განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა, - ამის შესახებ ინფორმაციას "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი"(EMC) ავრცელებს. 

ორგანიზაციის განცხადებაში წერია, რომ სასამართლოს დღევანდელი განჩინება ეფუძნება შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებას, რომელიც განმარტავს, რომ კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს სარჩელის შეტანას გაფიცვის უკანონოდ ცნობასთან დაკავშირებით, რაც კომპანიის შეფასებით, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პროფესიულმა გაერთიანებამ უარი თქვა ყველა შესაძლო შემათანხმებელ პროცედურებში ჩართვაზე. ეს კი, მათი შეფასებით, გაფიცვის უკანონოდ ცნობის შესაძლებლობას იძლევა. სწორედ ამ მიზეზით სასამართლომ მეტროს მემანქანეებს განუსაზღვრელი ვადით შეუზღუდა უფლება გაფიცვის თაობაზე „სამუშაო საათების განმავლობაში“.

თბილისის მეტროს მემანქანეების დამოუკიდებელ პროფკავშირს - ერთობა 2013-სა და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ შორის კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დაანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 დღით გადაავადა. 

"კანონმდებლობის მიხედვით, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა ემყარებოდეს სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს.  რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს, რადგან უშუალოდ განჩინებაშიც კი საუბარია იმაზე, რომ მეტროს მემანქანეთა პროფესიული გაერთიანება მონაწილეობას იღებდა შემათანხმებელ პროცედურებში და ასევე მათი მხრიდან დაცულია სხვა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები გაფიცვის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სავარაუდოდ გაფიცვის უკანონოდ ცნობის თაობაზე სარჩელის აღძვრის მიზანს, არა უშუალოდ გაფიცვის კანონიერების შეფასება წარმოადგენს, არამედ მითითებული სარჩელის თვითმიზანია გამოყენებულ იქნას ყველა შესაძლო მექანიზმი, (მათ შორის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება) მეტროს მემანქანეთა გაფიცვის კონსტიტუციური უფლების შეზღუდვისა და მათი მოთხოვნების უგულებელყოფისთვის.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ უშუალოდ სარჩელის პერსპექტიულობაზე მსჯელობის ნაცვლად, სასამართლო სარჩელის უზრუნველყოფის სახით, გაფიცვის უფლების შეზღუდვის გამოყენებას არსებითად აყრდნობს იმ გარემოებას, რომ „[გაფიცვის 30 დღით გადავადების თაობაზე] განჩინება ა(ა)იპ ერთობა 2013-ის მიერ გასაჩივრებულია ზემდგომ სასამართლოში, რის გამოც არსებობს ალბათობა საჩივრის დაკმაყოფილების და განჩინების გაუქმების შემთხვევაში მეტროპოლიტენის პარალიზების.“ რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ რეალურად თბილისის სატრანსპორტო კომპანიისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თვითმიზანს წარმოადგენს უშუალოდ მეტროს მემანქანეთა გაფიცვის უფლების შეზღუდვა.

სასამართლო ასევე ხაზს, უსვამს იმ გარემოებას, რომ განჩინებით, მის მიერ ხორციელდება მხოლოდ მეტროს მემანქანეთა გაფიცვის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა და მათ შესაძლებლობა ეძლევათ გაფიცვის უფლებით ისარგებლონ არასამუშაო საათებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, გაფიცვის უფლება გულისხმობს დასაქმებულის დროებით, ნებაყოფლობით უარს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულებაზე, შესაბამისად იმ პირობებში, როდესაც მეტროს მემანქანეთა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება სწორედ მხოლოდ სამუშაო დროს არის განსაზღვრული, წარმოუდგენელია მითითებული დანაწესიდან გამომდინარე, როგორ, რა ფორმით შეიძლება განაცხადონ მემანქანეებმა უარი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე და შესაბამისად განჩინების შესაბამისად, არასამუშაო დროს ისარგებლონ გაფიცვის უფლებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, EMC-ის მიაჩნია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ფაქტობრივად უკრძალავს მეტროს მემანქანეებს გაფიცვის უფლებას განუსაზღვრელი ვადით, მიუხედავად იმისა რომ განჩინებითვე სასამართლო უდავოდ (დადგენილად) მიიჩნევს იმ გარემოებებს რაც გაფიცვის კანონიერად მიჩნევისათვის არის მნიშვნელოვანი. EMC სასამართლოს განჩინებას უახლოეს დღეებში გაასაჩივრებს", - წერია EMC-ის განცხადებაში.

ხვალ, 2018 წლის 22 მაისს 19:00 საათზე, მეტრო რუსთაველთან, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), სოლიდარობის ქსელი - მშრომელთა ცენტრი და „აუდიტორია 115“,  აქციას გამართავენ და კიდევ ერთხელ გამოხატავენ მხარდაჭერას თბილისის მეტროპოლიტენის თანამშრომელთა სამართლიანი მოთხოვნების მიმართ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^