Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

Gwp-მ პროექტის #მომავლისინჟინერი გამარჯვებულები გამოავლინა

22 მაისი, 2018 14:18

ტექნოპარკში #მომავლისინჟინრის საზეიმო დაჯილდოება გაიმართა. კრეათონი ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ორგანიზებით ჩატარდა და მისი  მიზანი წყალმომარაგების სექტორში ტექნიკური მიმართულებით ინოვაციური იდეების განხორციელების ხელშეწყობა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა იყო.

 „ჩვენ განვახორციელეთ პროექტი #მომავლისინჟინერი. მსგავსი ტიპის პროექტი პირველად ჩავატარეთ და აღსანიშნავია თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობა. პროექტში მონაწილეობისთვის 300-ზე მეტი სხვადასხვა მიმართულების თანამშრომელი დარეგისტრირდა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ პროექტი #მომავლისინჟინერი gwp-ის თანამშრომლების ცოდნისა და გამოცდილების გამოვლენის საუკეთესო პლატფორმად ჩამოყალიბდა. თითოეულმა გუნდმა წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა თემაზე საინტერესო და ინოვაციური პროექტები წარადგინა. კომპანიისთვის პრიორიტეტულია ინოვაციური პროექტების განხორციელება, თანამშრომლების პროფესიული განვითარება და საინჟინრო დარგის პოპულარიზაცია. #მომავლისინჟინერი სწორედ ის პროექტია, რომელმაც ეს სამ მნიშვნელოვან თემა გააერთიანა“- განაცხადა კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, რუსუდან სანიკიძემ.

კრეათონის მონაწილე 40-მა ჯგუფმა ორი დღის განმავლობაში,  gwp-ის დარგის ექსპერტებთან ერთად, კომპანიის წინაშე არსებული ტექნიკური გამოწვევების გადაჭრაზე იმუშავეს.

 

 „პროექტმა #მომავლისინჟინერი თითოეულ მონაწილეს მოგვცა გუნდური მუშაობის ძალიან კარგი გამოცდილება. ჩვენი ჯგუფის თემა იყო - ელექტროენერგიის გენერირება. აღნიშნული საკითხის შესახებ სხვადასხვა ინოვიაციური მიდგომები წარვუდგნიეთ ჟიურის და საპრიზო მეორე ადგილი დავიკავეთ. ჩემი აზრით, მსგავსი პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლისთვის“ - ამბობს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გლდანი-ნაძალადევის ბიზნესცენტრის მენეჯერი ვალერი ხაჩიძე.

„გუნდის თითოეული წევრი ძალიან გახარებულია ამ გამარჯვებით. ჩვენ ვიმუშავეთ კომპანიისთვის სტრატეგიულ თემაზე - ავარიის აღდგენისთვის დროის შემცირებაზე. ჯგუფში სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტები ვიყავით და ეს ძალიან დაგვეხმარა საკითხი კომპლექსურად დაგვემუშავებინა და ინოვაციური გადაწყვეტა მოგვეფიქრებინა“ - ამბობს gwp-ის ინჟინერი ზაალ ჩიხრაძე.

პროექტის მეორე ეტაპზე გადასულმა 15-მა გუნდმა წყალმომარაგებისა და ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა თემაზე პრეზენტაციები წარადგინეს.  ტექნოპარკში გამართულ #მომავლისინჟინრის  დასკვნით ღონისძიებაზე ჟიურიმ ოთხი საუკეთესო ინოვაციური იდეის მქონე გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

კრეათონის გამარჯვებული თანამშრომლები კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ფულადი პრემიით დაჯილდოვა, ხოლო ყველა სხვა მონაწილეს სერტიფიკატი გადასცა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^