ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, Twitter-ზე არასასურველი მომხმარებლების დაბლოკვა აეკრძალა.
სასამართლომ ამას არაკონსტიტუციური უწოდა და განმარტა, რომ ეს პირველი შესწორების დარღვევაა.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ უნდა ვაღიაროთ პრეზიდენტის პირადი პირველი შესწორების უფლება, მას არ შეუძლია, ეს უფლება იმგვარად გამოიყენოს, რომ ამით დაარღვიოს სხვა ადამიანთა იგივე უფლება, ვინც მას აკრიტიკებს“,- განმარტავს მოსამართლე.
საქმეში წარმოდგენილია შვიდი პირი, ვინც ტრამპს Twitter-დან დაბლოკვაში ადანაშაულებს.
წყარო: nbcnews